Sunday, November 9, 2014


  1. პროექტის სახელწოდება: ჩემი საყვარელი ცხოველები
  2. პროექტის მთავარი იდეა: ჩვენს ირგვლივ უამრავი ცხოველია, მათ შორის ბევრი ადამიანის მეგობარია, კარგი იქნება მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისათვის გაცნობა.
  3. პროექტის აქტუალობა:ამ პროექტით მოსწავლეები შეიძენენ ცხოველებზე ზრუნვის  უნარ-ჩვევებს, მეტად გაუფრთხილდებიან და პატივს სცემენ მათ.
  4. პროექტის  მიზნებია: პროექტის მიზანია ბავშვების მიერ მათი საყვარელი ცხოველების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მოძიება, როგორიცაა: მათი ბუნებრივი გავრცელების არეალები, მათი დამოკიდებულება ადამიანებთან მიმართებაში, მათი საარსებო გარემო და ცხოვრების ნირი,
  5. მოსწავლეთა ასაკი: შეუზღუდავია.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2-3 თვის განმავლობაში, მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.
  7. მოსალოდნელი შედეგები: ადამიანები, რომლებიც გაეცნობიან პროექტს, (ნახატებს, ვიდეო მასალებს, ფოტოებს და სხვ.) გაუჩნდებათ ცხოველების მიმართ მეტი სითბო, ჩამოუყალიბდებათ ცხოველებზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, ხელაღებით აღარ დახოცავენ და ინადირებენ მათზე, შემცირდება ბრაკონიერობა, ფოტოების და ვიდეო მასალის ნახვით დაეუფლებათ ესთეტიკური სიამოვნების განცდა, დატკბებიან ულამაზესი ბუნების ქმნილებების ხილვით, რაც საბოლოოდ  კარგ განწყობას შეუქმნის  ადამიაბებს. ცხოველებთან იქნებიან უფრო ფრთხილ დამოკიდებულებაში და აღარ ექნებათ მათი სიცოცხლის ხელყოფის სურვილი.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტ, ვიდეო გადამღები კამერა, ფოტოაპარატი, ინტერნეტი, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები.
  9. პროექტის მსვლელობა: სტუმრობა ზოოპარკში, ცხოველებისათვის სურათების გადაღება, ვიდეო მასალისა და ფოტო ალბომების შექმნა, მასალების ინტერნეტში განთავსება, ისტ-ის გამოყენება. ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობის ამსახველი მასალების მოძიება, როგორც ტექსტური ასევე სურათების სახით, შემოქმედებითი პრეზენტაციები  მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება, გამოძერწონ ცხოველები, დახატონ ნახატები, შექმნან ვიდეო მასალა, მოიძიონ რომელ მხატვრებს აქვთ თავის შემოქმედებაში ცხოველები ასახული. ზოგჯერ ცხოველები რაიმე მოვლენის სიმბოლოს წარმოადგენს, მოიძიონ ჯერ კიდევ ადრინდელ ეპოქაში რას ნიშნავდა გამოქვაბულის კედელზე დახატული ცხოველები, მოიძიონ სხვადასხვა სურათები  ცხოველებზე ინტერნეტში, ეწვიონ ზოოპარკს, ეგზოტერიუმს და გააკეთონ ჩანაწერები, რომელსაც შემდეგ მოათავსებენ ამ პროექტისთვის შექმნილ  ბლოგში
  10. საგნებთან და /საგნობრივ ჯგუფებთან/ ე.ს.გ.-თან კავშირი: ისტ-ში განუვითარდებათ თანამშრომლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები, პროექტებზე და ბლოგებზე მუშაობისა და ასევე ჯგუფური მუშაობის უნარები. ქართულ ლიტერატურაში გაიმდიდრებენ ქართული ენის  ლექსიკურ მარაგს, ისწავლიან სიღრმისეულ წვდომას საკითხის მიმართ, ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის აღქმისა და გაგების უნარი, ანალიზისა და რეფლექსიის უნარი, წერის, კითხვის და მოსმენის უნარი.სახვით ხელოვნებაში ჩამოუყალიბდებათ შემოქმედებითი აღქმისა და სილამაზის წვდომის ესთეტიკური უნარი. გეოგრაფიაში შეისწავლიან სხვადასხვა ადგილებს, სადაც ეს ცხოველები არიან გავრცელებული, გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს. ეკოლოგიაში შეისწავლიან როგორ პირობებში ცხოვრობენ და როგორია ამ ცხოველების საარსებო გარემო, როგორ ცვლის გარემო პირობების შეცვლა მათი ცხოვრების ნირს. ისტორიაში გაიხსენებენ ადრეულ ეპოქებში ცხოველების როლს ადამიანის ყოფით ცხოვრებაში, ნადირობის წესებს, ხერხებს, ადამიანების ევოლუციასთან ერთად როგორ იცვლებოდა მათი დამოკიდებულება ცხოველებთან მიმართებაში. უცხო ენაში გაიუმჯობესებენ ენების ცოდნას ამ ცხოველების სახელწოდებების მოძიებით სხვადასხვა ენაზე.
  11. სამუშაო ენა: ქართული(სახელწოდებები რუსული, ინგლისური)
  12. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):თინა კონსტანტინიდი
  13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tinakonstantinidi@gmail.com
  14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tinakonstantinidi.blogspot.com

    

No comments:

Post a Comment